SiGMA Clients

კავკასუს კემპერვანს

კომპანია დაფუძნდა 2022 წელს. მათი საქმიანობაა სპეციალურად შექმნილი მანქანების გაქირავება, რომლებშიც ერთდროულად შესაძლებელია მოგზაურობა, ცხოვრება და მუშაობა. კომპანია საშუალებას აძლევს ტურისტებს იმოგზაურონ მათთვის სასურველ რეგიონში, სასტუმროს მომსახურების გარეშე და გაათენონ ღამე ნებისმიერ, მათთვის სასურველ ადგილას. სიგმა ჯგუფი პარტნიორობს კავკასუს კემპერვენსთან კომპანიის დაფუძნებიდან (სიგმამ გაუწია გუნდს იურიდიული პირის რეგისტრაციის მომსახურება) და მიმდინარე პერიოდში უწევს შემდეგ სერვისებს:

  • ფინანსური ანალიტიკა
  • რიპორტინგი
  • ხარჯების კონტროლი
  • იურიდიული მომსახურება
  • საგადასახადო რიპორტინგი
  • ბუღალტრული აღრიცხვა

ჯენერალ მოტორსაიკლს ჯორჯია

კომპანია დაფუძნდა 2022 წელს და ოპერირებს მოტოციკლების პროფესიონალურ მომსახურების ცენტრს ყველა ბრენდის ტექნიკისთვის.

სიგმა კომპანიას დაეხმარა კომპანიის დაფუძნების პროცესში, და მიმდინარე პერიოდში უწევს შემდეგ მომსახურებებს:

  • ბუღალტრული მომსახურება
  • იურიდიული მომსახურება
  • Front Desk - ის მართვა - ინვოისირება, გაყიდვების და შესყიდვების აღრიცხვა, სხვა.

RUDERAL

Ruderal დაფუძნდა 2019 წელს და ემსახურება სხვადასხვა მასშტაბის კლიენტებს ლანდშაფტის ინჟინერიის, არქიტექტურისა და ურბანული დიზაინისა და დაგეგმარების მიმართულებით. კომპანია ქმნის ისეთ პროექტებს, სადაც ეკოლოგია, კულტურა და ისტორია ჰარმონიზებულია გარემოსთან. კომპანია ჩართულია არა ერთ კერძო თუ სახელმწიფო პროექტში და წარმატებულად ახორციელებს მას. გუნდი დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტებისგან. ერთი წლის წინ, რუდერალი გავიდა საერთაშორისო ბაზარზე და მომსახურებას უწევს სხვადასხვა მულტინაციონალურ არქიტექტურულ სააგენტოს.

სიგმა და RUDERAL უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ და მიმდინარე პერიოდში სიგმა უწევს კომპანიას შემდეგ მომსახურებებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვა
  • იურიდიული მომსახურება
  • საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურება
  • პროცესების ოპტიმიზაცია
  • მასშტაბური პროექტების ბიუჯეტირება და კლიენტებთან ურთიერთობა

Tbilisi Hub

კომპანია მართავს საერთო სამუშაო სივრცეს - Impact Hub, სადაც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ მყუდრო და ეფექტურ გარემოში. კომპანია დაკავშირებულია მსგავსი ტიპის 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან და 20 000 -ზე მეტ წევრთან. Impact Hub არის საერთო სამუშაო სივრცეების გლობალური ქსელი, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში არის Tbilisi Hub.

სიგმა და Tbilisi Hub უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ და მიმდინარე პერიოდში სიგმა უწევს კომპანიას შემდეგ მომსახურებას:

  • ბუღალტრული მომსახურება
  • ანგარიშგება საერთაშორისო პარტნიორებთან
  • Front Desk - ის მართვა
  • იურიდიული მომსახურება

Domochem

დომოქიმი ახორციელებს საყოფაცხოვრებო ქიმიის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

სიგმა და დომოქიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ და მიმდინარე პერიოდში სიგმა უწევს კომპანიას შემდეგ მომსახურებებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვა
  • ფინანსური ანგარიშგება
  • მარაგების მართვა - ინვენტარიზაცია

გარდა ზემოაღნიშული სერვისებისა სიგმამ უზრუნველყო ბოლო 3 წლის ფინანსური აუდიტის ჩატარება კომპანიაში და კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე კომპანიას ადგილზე ემსახურება სიგმას თანამშრომელი.

White Rabbit

კომპანიის მთავარი მიმართულებაა სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, აღსრულება და მონიტორინგი.

სიგმა და White Rabbit უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ და მიმდინარე პერიოდში სიგმა უწევს კომპანიას შემდეგ მომსახურებებს:

  • ბუღალტრული მომსახურება
  • იურიდიული მომსახურება
  • საგრანტო პროექტების მომზადება
  • ანგარიშგება დონორ ორგანიზაციებთან
  • მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა პარტნორ ორგანიზაციებთან

Kilian/Floris

კილიანი და ფლორისი არიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე, არარეზიდენტი პირები, რომლებიც მუშაობენ როგორც ფრილანსერები და ცხოვრობენ საქართველოში.

სიგმასა და მათი თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს, სტანდარტული მომსახურებების (საგადასახადო რიპორტინგი, იურიდიული მომსახურება) გარდა სიგმა მათ მომსახურებას უწევს ყველა საჭირო მიმართულებით, მათ შორის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და ა.შ.

სასტუმრო ჰარმონია აბასთუმანი

კომპანია ჰარმონიამ შეისყიდა ოჯახური ტიპის, ცხრანომრიანი სასტუმრო კურურტ აბასთუმანში. სიგმა ჯგუფი დაეხმარა მენეჯმენტს ბიზნეს გეგმის შედგენაში, კომერციული ბანკიდან ფინანსური სახსრების მოძიებაში და სასტუმროს რე-ბრენდინგში.

ამ ეტაპზე, სიგმა უწევს ჰარმონიას შემდეგ მომსახურებებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვა
  • საგადასახადო აღრიცხვა;
  • ჯავშნების მართვა;
  • კომუნიკაცია კლიენტებთან;
  • შესყიდვების ოპტიმიზაცია და მართვა;
  • იურიდიული მომსახურებები;
  • ანგარიშგება ბანკთან;
  • სოც-მედია მენეჯმენტი