ბუღალტრული მომსახურება
ჭკვიანი ოფისი
აუთსორს და ერთჯერადი სერვისები
სიგმა ჯგუფი თავის კლიენტებს სთავაზობს მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ სერვისს
სიგმა ჯგუფი პირველი ჭკვიანი ოფისია საქართველოში, რომელიც გაძლევთ შესანიშნავ შესაძლებლობას, ისარგებლოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული, სრულად აღჭურვილი ოფისით (პერსონალი, საოფისე ტექნიკა, სამუშაო სივრცე/შეხვედრების ოთახი) მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით.
ჩვენ გთავაზობთ ბიზნეს სერვისების ფართო არჩევანს და სრულ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს თქვენი ოფისის ტელეფონის მომსახურებას, ზარების გადმომისამართებასა და შეტყობინებების მიღებას, საოფისე სტანდარტული ადმინისტრაციული დავალებების მენეჯმენტს, იურიდიულ კონსულტაციას, საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და სოციალური მედიის მენეჯმენტს.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. ჩვენი ონლაინ ოპერატორი მზად არის გაგიწიოთ ნებისმიერი სახის დახმარება.
ჩვენი გუნდი მუდამ მზადაა დაგეხმაროთ

გუგა აბაშიძე
პროექტის მენეჯერი
ანა კოვალენკო
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ნუცა ბახტაძე
იურისტი
გიორგი ფხალაძე
ბუღალტერი
რესან აფხაზავა
ბუღალტერი