SiGMA Business Assistant

მოცემული სერვისის ფარგლებში ჩვენი გუნდის ერთი ან რამდენიმე წევრი სრულად ჩართულია კომპანიების საქმიანობაში. საქმიანობის ფარგლებში სიგმა ბიზნესის ორგანიზებასა და მართვაში იღებს მონაწილეობას. აღნიშნული პროდუქტი ძალიან ეფექტურია სტარტაპებისთვის, რადგან სიგმას გუნდი ერთვება მათი კორპორატიული იმიჯის ფორმირებისა და მარკეტინგული საქმიანობის წარმართვის პროცესში. SiGMA Business Assistant პაკეტში შედის:

  • პერსონალური ასისტენტის სერვისები
  • კორპორატიული იმიჯის და პროფილის ფორმირება
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი
  • ბიზნეს და მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება
  • ფინანსური აღრიცხვა და გაყიდვების ანგარიშგება
  • ანგარიშგება კომპანიების უმაღლესი მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოებისთვის
  • ანგარიშგება კომპანიების სხვა დაინტერესებულ მხარეებთან