ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებული სტუდენტებისთვის ჩატარდა გუგა აბაშიძის საჯარო ლექცია: „ბიზნესპროექტების წარდგენა დაინტერესებული სტუდენტებისთვის“.
გუგა აბაშიძე, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ამჟამად კომპანია ,,სიგმა ჯგუფის“ მმართველი პარტნიორია. მას აქვს 15 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, აქედან 5 წელზე მეტი – სტარტაპების მართვაში.