ჩვენ შესახებ – Sigma Group

ჩვენ შესახებ

  • Home
  • ჩვენ შესახებ

რა არის ჭკვიანი ოფისი?

ჭკვიანი ოფისის კონცეფცია გულისხმობს ყველა სტანდარტული ბიზნეს სერვისის მიწოდებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ჭკვიანი ოფისების პრაქტიკა მსოფლიოში წარმატებული ბიზნეს მოდელია, რომელიც ხარჯებს საშუალოდ ⅓-ით ამცირებს, ხოლო ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე დადებითად მოქმედებს.

სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის თანახმად, მცირე და საშუალო კომპანიები საკუთარი რესურსის 50% – 70% ხარჯავენ არაპირდაპირ ბიზნეს საქმიანობებზე (ოფისის მართვა, სხვადასხვა პროფესიული სერვისები, მარკეტინგული აქტივობები, სხვა).

უკვე სამ წელზე მეტია, პირველი ჭკვიანი ოფისი საქართველოში მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებათა ფართო სპექტრს.

სრულად დაკომპლექტებული ოფისი კადრებითა და საოფისე ინფრასტრუქტურით, რომელიც მორგებული იქნება თითოეული კომპანიის სპეციფიურ მოთხოვნებზე. ფიზიკური მისამართი, გამოყოფილი სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახი, Co-Working Space, ოფის-მენეჯერი, პერსონალური ასისტენტი, ბუღალტერი, იურისტი, სიგმას მომსახურებების ჩამონათვალის მხოლოდ მცირე ნაწილია.ჭკვიანი ოფისის მეშვეობით, საშუალება გაქვთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ბიზნეს რისკები, შეამციროთ მიმდინარე ხარჯები, მოაწესრიგოთ კორპორატიული გარემო და ნებისმიერ თქვენთვის საჭირო ბიზენს საკითხთან დაკავშირებით მიიღოთ პროფესიონალების მომსახურება.

 

ვისთვის არის?

ჭკვიანი ოფისის კონცეფციით შეიძლება ისარგებლოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მომუშავე კომპანიამ, მაგრამ ძირითადად ეს სერვისი მორგებულია შემდეგი ტიპის ბიზნესებზე:

  • მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ რესურსი, ან საჭიროება, რომ დააფინანსონ სრულ განაკვეთზე ოფისის და კადრების ხარჯი
  • სეზონური და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური შემოსავალი
  • უცხოური კომპანიები, რომლებსაც ესაჭიროებათ ადგილობრივი გუნდი ბიზნესის განსახორციელებლად
  • სტარტაპ კომპანიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე ხარჯების და რისკების ოპტიმიზაცია

 

ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებაზე და ადგილობრივ ცოდნაზე დაყრდნობით, რეზიდენტი და არარეზიდენტი   პარტნიორებისათვის შევქმენით ახალი მიმართულება – ბიზნეს ინკუბატორი, სადაც თქვენ მიიღებთ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო ერთჯერად და ყოველთვიურ სერვისებს.ჩვენი გუნდი აქტიურად ეხმარება კლიენტებს ახალი პარტნიორების მოძიებასა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში. სიგმა ჯგუფის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ შემდეგი მიმართულებებით:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების ანალიზი და პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირება
  • პირველადი კომუნიკაცია პოტენციურ პარტნიორებთან
  • სხვადასხვა სახის კორპორატიული პრეზენტაციების და კომერციული შეთავაზებების მომზადება
  • ოპტიმალური პარტნიორული სქემების შემუშავება
  • ვიდეო კონფერენციების და შეხვედრების ორგანიზება
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდერების დამუშავება და სააპლიკაციო საბუთების მოძიება / მომზადება

 

სიგმა ჯგუფი 2016 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი მომხმარებლები ოპერირებენ სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის წარმოების, საცალო და B2B გაყიდვების, სამშენებლო და მომსახურების სფეროებში.

შემოგვიერთდი

  • (+995 32) 2 20 11 23
  • info@sigmagroup.ge
  • ქ. თბილისი, კეკელიძის 18