შესრულებელი პროექტები – Sigma Group

შესრულებელი პროექტები

  • Home
  • შესრულებელი პროექტები

35 წლიანი კომბინირებული გამოცდილებით პროექტების/ბიზნესის მენეჯმენტში, სიგმა ჯგუფი გთავაზობთ პროექტების მენეჯმენტის სერვისებს მცირე და მასშტაბური პროექტებისთვის. ჩვენი კონსულტანტები მუშაობდნენ სხვადასხვა სფეროს პროექტებზე, მათ შორის და არა მარტო, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, საცალო ვაჭრობა, მიწოდების ქსელის/საოპერაციო მენეჯმენტის და HoReCa.

ჩვენი სერვისები ძირითად მოქნილია, მაგრამ ასევე გვაქვს სტანდარტული სერვისები:

  • ბიზნეს გეგმის მომზადება
  • მარკეტინგული გეგმის მომზადება
  • საოპერაციო გეგმის მომზადება
  • სტრატეგიული და ორგანიზაციული დაგეგმარება
  • სტარტაპ პიჩ / საინვესტიციო შეთავაზების შექმნა
  • ხელშეკრულებების მენეჯმენტი

ამჟამად ჩვენი პორტფოლიო ოიცავს სხვადასხვა დარგის პროექტებს, მათ შორის:

  • სასტუმროების მენეჯმენტი
  • სპორტის მენეჯმენტი
  • განათლების მენეჯმენტი
  • სამკერვალო/დიზაინი
  • წარმოება
  • ლოჯისტიკა

ჩვენი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტში:

სტუდენტური საცხოვრებელი: 1,100 კვ.მ სივრცის, სამსართულიანი შენობა, გათვლილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელიც იტევს 88 ადამიანს. სიგმა ჯგუფი პროექტში ჩართული იყო საწყისი ეტაპიდან, მაშინ როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა წამოიწყეს ეს ბიზნესი. ჩვენ მოვიძიეთ ოპტიმალური მიწის ნაკვეთი, ორგანიზება გავუწიეთ ნასყიდობის შეთანხმებას (იურიდიული, საგადასახადო და საოპერაციო კუთხით). ამის შემდეგ ჩვენ შევარჩიეთ არქიტექტორები, კონსტრუქტორები, სამშენებლო კომპანიები და სხვა მომწოდებლები და გავუწიეთ ზედამხედველობა პროექტს. ამ ეტაპზე, ბიზნესი მუშაობს და ჩვენ ვმართავთ მას.

სხვა სამშენებლო პროექტები

  1. კონსულტაციების გაწევა, თბილისი ცენტრალის დანგრევის პროცესში, წამყვანი ბრენდის HoReCa-ს მშენებლობისთვის.
  2. საერთაშორისო ბაზის მოხსნა საქართველოს ზღვისპირა რეგიონის, სამეგრელოს, ქალაქ ზუგდიდიდან.
  3. გესთჰაუსის სტარტაპ მენეჯმენტი, სადაც სიგმამ კონსულტაცია გაუწია გუნდს დაგეგმვისა და შესრულების პროცესში. ადგილმდებარეობა – გუდაური, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი.
  4. საბავშვო ზონის მოწყობა, მშენებლობა და ამუშავება, სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურანში. პროექტი განხორციელდა ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში.
  5. სასარგებლო წიაღისეულის მომარაგების ქსელის ინტეგრაციის პროექტის დაგეგმვა და მომზადება. პროექტი მნიშვნელოვნად დააფინანსა ეკონომიკის სამინისტრომ და რამდენიმე წამყვანმა კომერციულმა ბანკმა. პროექტის ფარგლებში სიგმა დარჩა როგორც პარტნიორი პროექტის მენეჯმენტირების ფარგლებში და დღესაც კონსულტაციას უწევს აღმასრულებელ გუნდს.

სასოფლო-სამეურნეო ფერმა ქობულეთში: რომლისთვისაც სიგმა ჯგუფმა შექმნა ბიზნეს გეგმა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ტურიზმის განვითარების შესახებ. პროექტის ღირებულებაა 1.2 მლნ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2 კომერციულ ბანკთან და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საინვესტიციო ფონდთან. პროექტი დაიწყო 2020 წლის აპრილში.

დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები: 2019 წელს სიგმა ჯგუფმა მოიძია ფინანსები დონორი ორგანიზაციებისგან (UN / USAID  – ის მიერ დაფინანსებული) 7 პროექტისთვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და დასაქმების სფეროებში. მოცემული პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 1 მილიონ აშშ დოლარს.

შემოგვიერთდი

  • (+995 32) 2 20 11 23
  • info@sigmagroup.ge
  • ქ. თბილისი, კეკელიძის 18